ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს

20 სექტემბერი 2023, 19:02 740 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".

პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ პოლონეთისადმი მიმართული ეს თეზისი მცდარია და განსაკუთრებით გაუმართლებელი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი