ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

19 სექტემბერი 2023, 19:45 426 ნახვა

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესამსახური ავრცელებს.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში