ღვინის გამოფენა

16 სექტემბერი 2023, 17:59 693 ნახვა

„ღვინოში შემონახული ისტორია“ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელს პირველად ღვინის გამოფენას მასპინძლობდა. გამოფენა გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში მოეწყო და მასში აჭარაში არსებული 20-მდე ღვინის მარანი მონაწილეობდა.

წარმოდგენილი იყო როგორც ქართული საოჯახო, ასევე ტრადიციული წესით დამზადებული ღვინოები. ღვინოში დავარგებული ყველი, ჩურჩხელა, პური და სხვა პროდუქცია, რომელიც ღვინოს უკავშირდება. გამოფენის სტუმრებს მათი ადგილზე დაგემოვნება და შეძენა შეეძლოთ.

თანამედროვე ქართული ღვინის მწარმოებლების პროდუქციასთან ერთად ზღვისპირა პარკში დღეს გამოიფინა ღვინის უიშვიათესი ეტიკეტები და მე-20 საუკუნის ბათუმის სარეკლამო პროდუქცია. ბოტანიკური ბაღის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაეთვალიერებინათ მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვ-ნაქარგები. გამოფენა ოფიციალურად ქართული ღვინის ისტორიის მოკლე ექსკურსით გაიხსნა, რასაც თან ახლდა ქართული ხმები.

გამოფენას ფონად გასდევდა ბათუმის კულტურის ცენტრის  ვაჟთა ვოკალური ანსამბლის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი