მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ჯუანშერ ბურჭულაძე

14 სექტემბერი 2023, 21:00 465 ნახვა

ყოფილი პრეზიდენტის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია. მიღებული იქნა დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე.

„ის, რომ პრეზიდენტის ჩარტერები თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული – ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო, ცნობილი საზოგადოებისთვის, რა თანხები იხარჯებოდა, რისთვის იხარჯებოდა და ვინ ხარჯავდა სახელმწიფოს სახსრებს პირადი თუ სხვა მიზნებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში