აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა - კობახიძე

14 სექტემბერი 2023, 13:31 472 ნახვა

ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა.

„ეს არის სპეკულაციები. ოპოზიცია ცდილობს გადაფაროს ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში. თქვენ გახსოვთ როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც კელი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და ამხილა „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე.

იმედი მაქვს, ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კაპანაძე და ეს ადამიანები არიან „ნაცმოძრაობა“, ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და ამხილა ისინი ტყუილში და მადლობა ამისთვის ამერიკის საელჩოს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში