ახალ სასწავლო წელს აჭარის რეგიონი სიახლეებით ხვდება. ბათუმში სწავლა მე-15 საჯარო სკოლის ახალ შენობაში განახლდება. იგეგმება ამავე სკოლისთვის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.
ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებენ სწავლას. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ათ საჯარო, მათ შორის მე-5, მე-4 და მე-7 სკოლებს. აღნიშნული სკოლების მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო დაწესებულებაში გადანაწილებას აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.
მინისტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს 10 ათასი ერთეული ახალი მერხები გადაეცემა, 120 ზე მეტი სასკოლო ოთახი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა და მოეწყო სკოლებში საბიბლიოთეკო სივრცეები.
მიმდინარე წელს აჭარაში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 33 მილიონი ლარია გამოყოფილი.