თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი 

12 სექტემბერი 2023, 14:33 879 ნახვა

უწყვეტი ტაშისა და ოვაციების ფონზე ანშლაგით ჩაიარა ნინო  მაღლაკელიძის  სპექტაკლ „მახინჯი იხვის ჭუჭულის''  ჩვენებამ  ბათუმის  თოჯინების თეატრში. საყოფაცხოვრებო  ნივთებით  შექმნილი თოჯინების  ოსტატურად  თამაშმა  პატარების  და არამარტო მათი  განსაკუთრებული აღფრთოვანება  დაიმსახურა.  „მახინჯი იხვის ჭუჭული'' თოჯინების საერთაშორისო  თეატრალური  ფესტივალის საკონკურსო  სპექტაკლია. დღესვე  19 საათზე, ელენე მაცხონაშვილის  სპექტაკლის  „წერილი ჯერალდინას“ ორი  კამერული  ჩვენებაა დაგეგმილი. 

აღსანიშნავია, რომ  რეჟისორის იდეის მიხედვით, დეტალების   კარგად ააღსაქმელად  მაყურებელი სპექტაკლს სცენიდანვე დააკვირდება. ფესტივალის ფარგლებში    მოწვეული   ჟიური    ქართველი  მსახიობებისთვის  მასტერკლასებსაც  გამართავს. სპექტაკლების    საჩვენებელი  და  საკონკურსო  სეანსები   უკვე  მეხუთე  დღეა მიმდინარეობს.

7 ნომინაციაში   გამარჯვებული სპექტაკლები  ხვალ  ფესტივალის  დახურვის ღონისძიებაზე გამოვლინდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი