შემოსავლების სამსახურმა ,,BRITACOM“-ის რიგით მეოთხე წლიურ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებას სხვადასხვა საგადასახადო ადმინისტრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი გამომსვლელებმა სესიის მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე გააკეთეს.