თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 

11 სექტემბერი 2023, 14:08 922 ნახვა

მესამე საკონკურსო დღესაც ტრადიციულად თოჯინების თეატრალური ფესტივალის პროგრამაში 2 სპექტაკლია. დღეს ფესტივალში თბილისის თოჯინების თეატრი ჩაერთო.

დასმა მაყურებელს თოჯინური სპექტაკლი “კონკია“ წარუდგინა, რომელიც როსინის საოპერო ნაწარმოების მიხედვით იყო დადგმული. თეატრალური წარმოდგენის მუსიკალური გაფორმება გური ზაქარეიშვილს ეკუთვნის,  ინსცენირების ავტორი და სცენოგრაფი კი რეჟისორი ვახტანგ ქორიძეა. მისი თქმით, მათი მიზანი იყო შექმნილიყო ბავშვებისთვის საოპერო თოჯინური სპექტაკლი.

ფესტივალის ფარგლებში, დღეს 19 საათზე გურჯაანის თეატრალური დასი პრემიერით წარსდგება და სპექტაკლს “სიზმარში დაკრეფილი ყვავილები“ ითამაშებს. პარალელურად გაიმართება მასტერკლასები.

დღეს ფესტივალის მონაწილე მსახიობებსა და რეჟისორებს ჟიურის წევრი მარინა იუჯე შეხვდება და ჩრდილების თეატრის თემატიკაზე ჩაატარებს სემინარს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი