უკრაინაში საომარი მოქმედება გრძელდება

10 სექტემბერი 2023, 11:01 513 ნახვა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის 564-ე დღეა. ოკუპანტები აგრძელებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფას, უტევენ მშვიდობიან მოსახლეობასა და უკრაინის ჯარის პოზიციებს.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მტერმა 40 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტრის მიერ გაშვებული 32 კამიკაძე დრონიდან ქვეყნის დამცველებმა 25 გაანადგურეს. გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. წარმატებას მიაღწიეს რობოტინისა და კლიშჩიივკას სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ღამით მტერმა კიევის მიმართულებით სცადა შეტევა. საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით უკრაინის დედაქალაქის თავზე 20-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურეს. ნამსხვრევები რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა.

ამასთან, გასულ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინასა და იაპონიას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადება დაიწყება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი