2000-ს გადააჭარბა მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაშავებულია 1400-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაზარალებულ ქალაქებსა და რაიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
გერმანიის ტექნიკურმა სამსახურმა მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს სამაშველო ოპერაციაში, ამისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი დანაყოფი.
მაროკოში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული და მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული დროშა დაეშვება.