რატომ არ მიეწოდება ბუნებრივი აირი 7 სოფელს - ენმ-ის განცხადება

08 სექტემბერი 2023, 14:08 645 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას კორუფციასა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით აჭარისწყალის თემის გაზიფიცირება 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ„ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება „ივერია 7“ -თან გააფორმა, თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ვალდებულებები არ შეასრულა და გაზის მილები უხარისხოდ დაამონტაჟა, რის გამოც დასახლებამდე გაზის მიწოდება ვერ ხერხდება, იყო აბონენტების გაზიფიცირების მცდელობაც , თუმცა დამონტაჟებულ მილებში ბუნებრივი აირის ვერ გაუშვეს. ''ნაციონალური მოძრაობა'' პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. 

ხელვაჩაურის სოფლების გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათას ლარზე მეტი იხარჯება. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი შესაბამის უწყებებს  ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში