ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე - ევროკომისიის პრესსპიკერი

29 აგვისტო 2023, 21:26 598 ნახვა

არ ვართ ორიენტირებული თარიღზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა გაფართოების შესახებ კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა.

დანა სპინატმა აღნიშნა, რომ გაფართოება ევროკომისიის პოლიტიკური პრიორიტეტია და ახალი წევრების ევროკავშირში შესვლა მათ დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

სპინატმა არ გააკეთა კომენატი შარლ მიშელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.

„ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე.​ ჩვენ ორიენტირებული ვართ, კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა მოვემზადოთ მათი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ რეფორმების მხარდაჭერაზე, რომლებსაც ვახორციელებთ. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს, რომლებიც ეხმარება მათ, გარდაქმნან თავიანთი ეკონომიკა და მიუახლოვდნენ მოთხოვნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებამდე“, – დასძინა მან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი