ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის საზღვაო ძალების გაძლიერებას აპირებს

29 აგვისტო 2023, 14:00 515 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის საზღვაო ძალების გაძლიერების ინიციატივით გამოდის და  ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული ომის საფრთხის გამო კორეის ნახევარკუნძულის მახლობლად წყლების ყველაზე არასტაბილურ წყლებად  გადაქცევაში დაადანაშაულა.ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის  სახელმწიფო მედია წერს.

საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კიმმა თქვა, რომ შეერთებული შტატების, იაპონიის და სამხრეთ კორეის როგორც თავად უწოდა კრიმინალმა  ლიდერებმა რეგულარული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამოაცხადეს.

კიმი სავარაუდოდ 18 აგვისტოს კემპ დევიდში გამართულ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას გულისხმობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი