სტიქიიდან 24-ე დღეს შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროის მონაცემებით იძებნება ორი ადამიანი. ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, 29 იდენტიფიცირებულია. ძებნის არეალი 60 კილომეტრამდეა გაფართოებული.
მაშველები მდინარეების კალაპოტებში მუშაობენ, ასევე მოწმდება სტიქიის ეპიცენტრი და უკვე შემოწმებული არეალებიც. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენაც.
მაშველები სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რის შედეგად ყოველდღიურად პოულობენ სტიქიის შედეგად დაკარგული და გარდაცვლილი პირების პირად და საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მდინარის კალაპოტებში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები.