25 აგვისტო ოსმალთა 300 წლოვანი ბატონობისაგან აჭარის გათავისუფლების დღეა  

25 აგვისტო 2023, 14:45 714 ნახვა

დღეს ოსმალთა 300 - წლოვანი ბატონობისაგან აჭარის გათავისუფლების დღე აღინიშნება.

კონსერვატიული პარტიის წევრები, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბნენ, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. მათ ასევე სურვილი გამოთქვეს გაიხსნას ბათუმში რუსეთის საკონსულო და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან - ადგილზე ამის აღმნიშვნელი ბანერებიც გამოფინეს.

კითხვამ იმის შესახებ რამდენად სწორია მსგავსი ინიციატივები ოკუპაციის პირობებში კონსერვატიული პარტიის წევრები გააღიზიანა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში