საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 

25 აგვისტო 2023, 11:08 554 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში ''ღამის სერენადების“ საიუბილეო, მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. კონცერტებში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ.

საერთშორისო ფესტივალი სხვადასხვა სახელით 41 წლის ისტორიას ითვლის, და ის თავდაპირველად  აფხაზეთში, კონკრეტულად კი ბიჭვინთაში დაარსდა, თუმცა 1991 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება და მოგვიანებით კი შეცვლილი სახელით ბორჯომში გააგრძელა ფუნქციონირება.

ბოლო 15 წელია კი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება ბათუმში, “ღამის სერენადების „ სახელით ტარდება.  წელს ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა ბორჯომსაც და ქვეყნის სამ ქალაქში ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში იმართება.

„ღამის სერენადები„ ერთი თვის განმავლოაბში გაგრძლდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში