„ღამის სერენადები“ ბათუმში

24 აგვისტო 2023, 17:52 573 ნახვა

„ღამის სერენადების“  საიუბილეო, მეთხუთმეტე  საერთაშორისო  ფესტივალი ბათუმში  დღეს და ხვალ გაიმართება . კონცერტებში  მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ . მოწვეული კლასიკოსი მუსიკოსები  პარალელურად მასტერკლასებსაც გამართავენ. მაყურებლის წინაშე სოპრანო  ეილინკა ვუნში,ტენორი რიკარდო მარინელო,მევიოლინე ჰეიონ პარკი, პიანისტი  თამარ ლიჩელი წარსდგებიან,  ფესტივალის საბაზო ორკესტრია   ‘საქართველოს ვირტუოზები“. ღამის სერენადები  ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე  საერთაშორისო ფესტივალია  საქართველოში , რომელიც  უკვე 41 წელს ითვლის. ფესტივალიდან პირდაპირ ჩართვას შემოგტავაზებთ მთავარ გამოშვებაში

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში