აჯა ლაბიბი საქართველოში

23 აგვისტო 2023, 18:18 734 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბის შეხვდა, რომელიც საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი