რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ეგრეთწოდებული ბრიქსის ქვეყნების სამიტის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართა. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებების დაკმაყოფილებას აპირებს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ თანასწორობის, პარტნიორული მხარდაჭერის, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის პრინციპებით და ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიული კურსის არსი'' - განაცხადა პუტინმა.
ბრიქსის წევრები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა - მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ზე მეტს წარმოადგენენ და სამიტზე, სავარაუდოდ, ახალი წევრების დამატებაც განიხილება, თუმცა პუტინს თავის გამოსვლაში ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.