ვითარება   საპატრიარქოში

27 თებერვალი 2017, 00:00 2287 ნახვა

უკვე ოთხი საათია პასუხობს გამოძიების კითხვებს დეკანოზი გიორგი მამალაძე, ცნობილია, რომ გამოძიებას კითხვები შორენა თეთრუაშვილთანაც აქვს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის დაკითხავს თეთრუაშვილს პროკურატურა, საპატრიარქოში კი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძლედება, თანამდებობა დატოვა პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, მან განცხადება ამის შესახებ პირადად გააკეთა, საპატრიარქოში კი განმარტეს, რომ ამ თანამდებობას ახლა ?? ბუჩუკური იკავებს. იმას, რომ ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა  არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრიარქოს უსაფრთხოების დაცვის სამმართველო, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია. სოსო ოხანაშვილი განმარტებებს საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზეც აკეთებს.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი