ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

21 აგვისტო 2023, 11:08 692 ნახვა

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართული ქალთა მუნდიალი დასრულდა "ფურია როხას" ტრიუმფით, რომელმაც ფინალში ინგლისის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

გადამწყვეტი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონა გარსიამ გაიტანა.  ესპანეთი მეხუთე ქვეყანაა, რომელიც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მანამდე მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ოთხჯერ, გერმანიამ ორჯერ, ნორვეგიამ და იაპონიამ კი თითოჯერ მოიგეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი