ყოფიერების საზრისი, სიკვდილისა და სიცოცხლის ურთიერთმიმართების საკითხი, გადარჩენის, ხსნის იდეა, მორალი, საკუთარი ადგილის და ფუნქციის ძიების დაუოკებელი სურვილი - სწორედ ამ საკითხებზე დაგაფიქრებთ სპექტაკლი, რომელიც დღეს თეატრის მოყვარულებს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გელოდებათ. პრემიერა საღამოს 8 საათზე დაიწყება.
„ვიზიტი“- ასე ჰქვია სპექტალს, რომლის მეშვეობითაც მსახიობ ტიტე კომახიძეს მაყურებელი რეჟისორის ამპლუაში გაიცნობს.
პიესის ავტორი გუგა მგელაძეა. სპექტაკლში 3 მსახიობი მონაწილეობს. წარმოდგენას მაყურებელი 20, 21 და 22 აგვისტოს ნახავს.
სპექტაკლი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაიდგა.
სპექტაკლზე დასწრება თავისუფლია.