ოკუპანტის იერიში უკრაინაში - დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

19 აგვისტო 2023, 20:03 571 ნახვა

ოკუპანტის იერიშის შედეგად ჩერნიგოვში მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. დაშავდა 117  ადამიანი. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. გავრცელებული ცნობით, ქალაქს ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.

აფეთქება ჩერნიგოვის ცენტრში მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას ხერსონშიც, სადაც ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაშავდა10-ზე მეტი მოქალაქე. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მტერმა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა.ქალაქის მიმართულებით გამოიყენა 15 ჭურვი.

უკრაინის პრეზიდენტი კი ოფიციალურ შეხვედრებს აგრძელებს. პირველი ლედისთან ერთად შვედეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრსა და მეფე კარლ XVI შეხვდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში