ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარს" უახლოვდება

17 აგვისტო 2023, 17:08 1214 ნახვა

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “ცრვენა ზვეზდას” ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს.

წყაროს თანახმად, მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა და მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ. ქართველი 21 წლის მარცხენა მცველი „ცრვენა ზვეზდაში“ 2022 წლის ზაფხულში „დინამო“ ბათუმიდან 200 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

გასულ სეზონში კი ირაკლიმ ბელგრადელთა მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. აზაროვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ რომ „შახტარში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს. ასე, რომ თუკი, აზაროვის ტრანსფერი უკრაინულ გუნდში შედგება ის გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი გახდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი