„მუსიკა ბათუმიდან“ - ასე ჰქვია რადიო ფესტივალს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის რადიოს“ წინ 19 აგვისტოს დაიწყება და 5 დღე გაგრძელდება. მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილი სცენა ბათუმში მოღვაწე საავტორო მუსიკის შემქმნელებს დაეთმობა.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე მუსიკალური ბენდები.
ფესტივალი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაიგეგმა.
ღონისძიების ორგანიზატორი კონკურში გამარჯვებული „რადიო აჭარის“ დილის წამყვანების მიერ დაფუძნებული კომპანია „არტ-რადარია“.
ფესტივალი 18 საათზე დაიწყება და „რადიო აჭარის“ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM104.5-ზეც გადაიცემა 45 წუთის განმავლობაში.