დნეპროპეტროვსკზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

17 აგვისტო 2023, 10:40 572 ნახვა

დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა განაცხადა.

"რუსმა ტერორისტებმა 18 წლის ბიჭი მოკლეს. მან ჭრილობები მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად მიიღო. ექიმები ცდილობდნენ ახალგაზრდის გადარჩენას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ", - აღნიშნა ლისაკმა.

ისი თქმით, დაშავებულებს შორის 2 წლის ბავშვია. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგდ დაზიანდა კაფეები, 14 საცხოვრებელი სახლი, 8 სამეურნეო დანიშნულების შენობა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი