შოვში ტრაგიკულად დაღუპულთაგან იდენტიფიცირებულია სამი პირი

16 აგვისტო 2023, 15:00 559 ნახვა

შოვში ტრაგიკულად დაღუპულთაგან იდენტიფიცირებულია სამი პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შოვის კოტეჯებში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, ამავე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინონ.

სამძებრო სამუშაოები შოვში ამ დრომდე გრძელდება, ნაპოვნია 26 ცხედარი და ეძებენ 7 დაკარგულს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში