მედიის ცნობით, ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებია

15 აგვისტო 2023, 20:42 483 ნახვა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ადგილობრივ მოსახლეობასა და მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებია. დაპირისპირება ორ გავლენიან სამხედრო დაჯგუფებას შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები ტრიპოლიში გვიან ღამით დაიწყო და დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი უცნობია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაპირისპირება 444 ბრიგადასა და სპეციალური დანიშნულების ძალებს შორის მოხდა. 444 ბრიგადას მხარს უჭერს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური დანიშნულების ძალები კი დედაქალაქის აეროპორტს აკონტროლებენ.

მედიის ცნობით, შეტაკების მიზეზი სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ 444 ბრიგადის მეთაურის, მაჰმუდ ჰამზად დაკავებას მოყვა. ქუჩაში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი.

მითიგას აეროპორტიდან ფრენების გადამისამართება მოხდა. ტრიპოლის უნივერსიტეტში კი სწავლა შეწყდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში