აშშ-ის დეპარტამენტის განცხადება 

15 აგვისტო 2023, 14:08 620 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შავ ზღვაში, იზმაილის პორტში მიმავალ თურქულ სამოქალაქო გემზე რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის „მიუღებელი ესკალაცია“.

უწყების წარმომადგენლის, ვედანტ პატელის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ოფიციალური მოსკოვის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მარცვლეული არ ხვდება იმ ადგილებში, სადაც საჭიროა.

„ჩვენ ვადევნებთ თვალს შექმნილ სიტუაციას და ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“, - განაცხადა პატელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი