გომელაური - “სტიქიის ზონაში ვერტმფრენთან ერთად მუშაობდნენ დრონები, რომლებიც ბევრად ეფექტურია”

14 აგვისტო 2023, 15:00 630 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დღე ჩაფრინდა და დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მისივე თქმით, ვერტმფრენთან ერთად, მუშაობდნენ დრონები, რომლებიც ასეთ დროს ძალიან ეფექტურია.

ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ ღამის ხედვის და სითბური დრონების მეშვეობით, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ღამით გარისკვის და ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ იყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი