საგვარეულო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები  

14 აგვისტო 2023, 11:15 1519 ნახვა

ქობულეთში, ნასოფლარ ტყემაკარავში, მჟავანაძეების საგვარეულო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც ეკლესიის მშენებლობის ინიციატორებმა განაცხადეს, ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობა მიტოვებული სოფლის აღდგენას და იქ რელიგიური და კულტურული ცენტრის განახლებას შეუწყობს ხელს.

ტყემაკარავის ეკლესიის მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მჟავანაძეების გვარის წარმომადგენლებისა და ჭახათის თემის მცხოვრებლების, ასევე საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თანამონაწილეობით მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში