პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა საველე პირობებში, ასევე მხარდაჭერა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. მინისტრის თქმით ოპერაციაში, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვა და გამაგრებაა, პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.