ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით უკრაინაში, კუპიანსკის რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

12 აგვისტო 2023, 12:25 586 ნახვა

უკრაინაში, კუპიანსკის რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ევაკუირებულია 63 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი, – ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება აპირებს იმ ბავშვების ევაკუაციას, რომლების ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 7-10 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, მათ შორის ქალაქ კუპიანსკიდან, თუმცა ეს გადაწყვეტილება კიდევ კიდევ საჭიროებს უკრაინის მთავრობის მიერ დამტკიცებას.

სინეგუბოვმა თქვა, რომ ახლა კუპიანსკის რაიონში დაახლოებით 12 000 ადამიანი რჩება. მანამდე, ხარკოვის მუდმივი დაბომბვის გამო კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ ისაუბრა რთულ ვითარებაზე, რომელიც კუპიანსკის მიმართულებით არის, სადაც არსებული მონაცემებით, დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი