სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

11 აგვისტო 2023, 18:04 533 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი. დილის მონაცემებით აღმოჩენილი იყო ერთი ცხედარი და ახლა დაემატა კიდევ ორი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების ოპერაცია 10 მდებარეობაზე. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს იმ სიფრთხილით და ყველა საკითხის დაცვით, რაც უკავშირდება სამაშველო სპეციფიკას. აღნიშნული სამუშაოები გრძელდება“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში