დღეს ინგლისის, ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონატები დაიწყება

11 აგვისტო 2023, 14:42 624 ნახვა

დღეს ევროპის ტოპ საფეხბურთო ჩემპიონატები იწყება. 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩები ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში გაიმართება.

ესპანეთის ''ლა ლიგის'' გათამაშებაში ''ალმერია'' - ''რაიო ვალეკანოს'' უმასპინძლებს, ხოლო გვიან ღამით თბილისის დროით 23:55 საათზე გიორგი მამარდაშვილის ''ვალენსია'' გასვლით შეხვედრაში ''სევილიას'' დაუპირისპირდება.

ინგლისის ''პრემიერლიგაში'' კი მოქმედი ჩემპიონი ''სიტი'' გასვლით შეხვედრაში ''ბარნლის'' ეთამაშება.

საფრანგეთის ''ლიგა 1-ის'' პირველ ტურის მატჩში გულშემატკივარს ''ნიცასა'' და ''ლილის'' დაპირისპირება ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში