ვითარება შოვში

11 აგვისტო 2023, 11:36 423 ნახვა

სტიქიის ზონაში ვითარება უცვლელია.ინტენსიური სამაშველო ოპერაციის მიუხედავად ორი დღეა მაშველებმა ვერც ერთი დაკარგულის კვალს ვერ მიაგნეს.  სამძებრო სამუშაოები 25 კილომეტრის რადიუსში მიმდინარეობს, დღეიდან კი სამაშველო ოპერაცია მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ნავებით გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, შოვის ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 12 კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დღეს დაიწყება იმ დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები, მათი ნაწილი დასვენებული იქნება ონის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში, ხოლო ნაწილი ონის კულტურის სახლში.თემო სალუქვაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალური ინფორმაციით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში