პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედროს განათავსებს

10 აგვისტო 2023, 14:58 708 ნახვა

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამინისტრო გადაანაწილებს ჯარებს ბელარუსის საზღვართან უფრო ახლოს აგრესორის შესაჩერებლად, რათა მან ვერ გაბედოს თავდასხმა პოლონეთზე. მინისტრის განცხადებით, პოლონური სივრცის დარღვევა ბელორუსული ვერტმფრენებით მორიგი პროვოკაცია იყო. ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება, კოორდინირებულია რუსეთის ქმედებებთან. - ამბობს მარიუშ ბლაშაკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი