აკუსტიკური ხმაურის ნორმის გადაჭარბების 55 ფაქტი გამოვლინდა - ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

09 აგვისტო 2023, 12:53 782 ნახვა

ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს ცხელ ხაზზე 117 შეტყობინება დაფიქსირდა. სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგ 55 სამართალდარღვევა გამოვლინდა, რაზეც შედგა საჯარიმო ოქმი - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ხორციელდება. მუნიციპალური ინსპექციის 2 ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობს.

მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას მოუწოდებს ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში დარეკონ აღნიშნულ ნომერზე 598 85 15 20. 

აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი