საუდის არაბეთი საქართველოს ელექტრონული ტურისტული ვიზების მიღების უფლებას უმარტივებს

09 აგვისტო 2023, 11:01 665 ნახვა

საუდის არაბეთი საქართველოს ელექტრონული ტურისტული ვიზების მიღების უფლებას უმარტივებს. ამის შესახებ "არაბ ნიუსი" წერს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს შეეძლებათ ტურისტული ვიზების მისაღებად განაცხადი ელექტრონულ ფორმატში შეავსონ ან ვიზა საუდის არაბეთის ნებისმიერ პორტში აიღონ.

საქართველოსთან ერთად ვიზების მიღების უფლება უმარტივდება კიდევ 7 ქვეყანას, ესენია: ალბანეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მალდივის რესპუბლიკა და სამხრეთ აფრიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი