დასაქმებულთა პროტესტი

19 მაისი 2016, 00:00 4981 ნახვა

აქცია სამშენებლო კომპანია მეტროს წინააღმდეგ. ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმრო “პრინცესას” მშენებლობაზე  დასაქმებულების ნაწილი რამდენიმე დღის წინ კომპანიიდან დაახლოებით 10 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებს. ამბობენ, რომ უსამართლოდ გათავისუფლდა რუსლან ჯაბნიძე, მათ პრეტენზიები აქვთ ხარისხის მენეჯერ ქალბატონთანაც, რომელიც მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა უფლებებს არღვევს. 

კომპანიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პროექტის მენეჯერი უფლებების დარღვევას არ ადასტურებს. რაც შეეხება ჯაბნიძეს ამბობს, რომ ის საწყობის უფროსი იყო და მის მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ადამიანია გათავისუფლებული. სხვა თანამშრომლებს, რომლებიც აქციაზე გავიდნენ პროტესტის საფუძველი არ აქვთ და მათ განემარტათ, რომ თუ მშენებლობაზე არ დაბრუნდებიან სამსახურიდან წასვლა მოუწევთ.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში