2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს.
411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი.
2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა.
ომიდან 15 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს.