ოპოზიციის წევრებმა დღეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალები გვირგვინით შეამკეს. მათი თქმით, ქართველი მებრძოლების როლი უდიდესია საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებაში და საქართველოს აქვს შანსი იყოს - ერთიანი ძლიერი, დასავლური ცივილიზაციის ღირსეული წევრი. შინდისის გმირების მემორიალი შეამკეს ლელოს წევრებმა. ომში დაღპული გმირებს იხსენებენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.