ტრაგედია შოვში

06 აგვისტო 2023, 10:02 672 ნახვა

გადარჩენილების პოვნის შესაძლებლობა არსებობს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა ლერი ბარნაბაშვილის თქმით 4 აგვისტოს სტიქიის ზონაში კონტაქტი დამყარდა 2 ადამიანთან, რომლებიც მანამდე კავშირზე არ გამოდიოდნენ.ბარნაბაშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად სად ან ვისთან დამყარდა კონტაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ გადარჩენილების პოვნის შესაძლებლობა არსებობს.რაც შეეხება გარდაცვლილებს, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემაა, რადგან ზოგიერთი ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში