განახლებადი ენერგიის ტექნოლოოგიების საგრანტო პროგრამა- განაცხადების მიღება დაიწყო

04 აგვისტო 2023, 15:40 584 ნახვა

აგროსერვის ცენტრი მაჭახლის ხეობის მოსახლეობას  მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემისა და მზის წყლის გამაცხელებლის მთლიანი ღირებულების 90% დაუფინანსებს. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაში შემავალ სოფლებს მოიცავს. პროგრამა მიზნად ისახავს  მოსახლეობისთვის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებზე წვდომის გამარტივებას,  ენერგიის ხარჯების დაზოგვას და ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას. საგრანტო პროგრამაში ჩართვისას  პრიორიტეტი მიენიჭება ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახებს აქვთ ელექტროენერგიაზე ან შეშაზე დიდი მოთხოვნა, არიან სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, პრიორიტეტული იქნება ბიზნესი, რომელსაც ქალები მართავენ.  ასევე პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დევნილები. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა აგროსერვის ცენტრს 31 აგვისტომდე უნდა მიმართონ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი