ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - ირაკლი ქარსელაძე

04 აგვისტო 2023, 10:23 571 ნახვა

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით. ასევე აღნიშნა, რომ დღესვე დაიწყება მეწყრის შედეგად წაღებული ორი ხიდის მონტაჟი.

"სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, ასეთი 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რეალურად, როგორც ვგეგმავდით, დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი