რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის გზავნილები უცხო არ აღმოჩნდა ხელისუფლების ოპონენტებისთვის, ამბობენ რომ, ის რაც მარია ზახაროვამ თქვა არაერთხელ უთქვამთ ქართული ოცნების დეპუტატებს, კერძოდ კი ის განცხადებები, რასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აჟღერებს ხშირად ემთხვევა რუსეთის გზავნილებს, და ეს დამთხვევები, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, შემთხვევითი არ არის და ეჭვებს ბადებს.