საპროტესტო აქცია ბათუმში - პოლიტიკური შეფასებები

01 აგვისტო 2023, 15:03 881 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბათუმში გუშინ გამართულ აქციას. მისი თქმით, არ ჰქონდა ლოგიკური ახსნა ნავსადგურში პროტესტს.

აღნიშნა, რომ  "ასტორია გრანდე" პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მასზე რუსი ტურისტების გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

"ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ გემი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შესულა და შესაბამისად, გემსა და გემზე მყოფ პირებს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.

ირაკლი კობახიძემ, "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის შემოსვლით. მისი თქმით, ამ შემოსავლების შემცირება ქვეყანას "ვერ დააქცევს", თუმცა მიზანი არეულობის შემოტანაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში