 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი, გადაარჩინეს სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის ბავშვი“, – წერს კლიმენკო საკუთარ ტელეგრამარხზე.
რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის არის მოზარდი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            