პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

31 ივლისი 2023, 08:30 799 ნახვა

პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე, დაშავებულების რიცხვი კი 200-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ სცენასთან ახლოს განახორციელა, სადაც პარტიის რამდენიმე ლიდერი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების თანახმად, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დგას.

ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 15 დაშავებულის მდგომარეობა  კრიტიკულია.

აფეთქების შედეგად დაიღუპა იმ პარტიის ლიდერიც, რომლის ყრილობაც მიმდინარეობდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი